რიკოთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილია 36 კმ საავტომობილო გზა, აშენებულია 89 ხიდი, გაჭრილია 50 გვირაბი - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
უწყების განმარტებით, 2024 წელს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით, დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი. საქართველოს მასშტაბით 2024 წელს ჯამში 90 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნება.