მეორე დღეა, ზღვაში კვარიათის სანაპიროსთან ორ ახალგაზრდას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ბრიგადამ კი ერთის გამოყვანა შეძლო.
შემთხვევის ადგილას მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
ახლობლების ინფორმაციით მათ იცოდნენ ცურვა, თუმცა გუშინ ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო.