ნინოწმინდის პანსიონი - გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება

27 ივნისი 2024, 19:49 399 ნახვა

გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რადგან დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული, დახურული ტიპის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების მიმართ განხორციელებული ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად.

გაეროს კომიტეტმა, წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები, 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ბავშვები საჩივრის შეტანის დროისთვის პანსიონში ცხოვრობდნენ. როგორც კომიტეტი აღნიშნავს, მომჩივანი 57 ბავშვის საქმიდან, მ.ლ. და ლ.კ.-ს შემთხვევებში გამოვლინდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი