გულშემატკივრები ეროვნული ნაკრების წარმატებას გათენებამდე აღნიშნავდნენ

27 ივნისი 2024, 10:30 617 ნახვა

გერმანიაში, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება ღირსეულად აღნიშნეს მთელ საქართველოში. 

გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ევროპის ჩემპიონატის გუშინდელი მატჩის ყურება ღია სივრცეში განთავსებულ მონიტორებთან გადაწყვიტა. ბათუმში კი მატჩს ცენტრალურ სტადიონთან დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან ადევნებდნენ თვალს. კიდევ ერთი მონიტორი ბათუმში ღია ცის ქვეშ, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

ათასობით მოქალაქემ მატჩის დასრულების შემდეგ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. გადაადგილდებოდნენ ფეხით, მანქანით, თან ჰქონდათ ეროვნული დროშები, საყვირები და ბევრ მათგანს  ნაკრების ფორმები ეცვა. ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ფოიერვერკები ისროლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი