ქობულეთში კაცი დაჭრეს

26 ივნისი 2024, 12:35 1014 ნახვა

ქობულეთში დაჭრილი კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.  მას  სასწრაფო ოპერაცია ჯერ ქობულეთშივე ჩაუტარდა,  მოგვიანებით კი რეანომობილით ბათუმში ერთ-ერთ სამედიცინო  ცენტრში  გადაიყვანეს, სადაც ასევე დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.  

ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

როგორც ირკვევა, ნათესავებს შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა.  დაკავებულის მამა აცხადებს, რომ    კონფლიქტი   მეზობლებს შორის შელაპარაკებით დაიწყო. მიზეზი კი როგორც ამბობს  საკუთარ საკარმიდამო ეზოში არსებული მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი გახდა.  

დაკავებულის მამა კი აცხადებს რომ იარაღი მისი შვილის სახელზე არ იყო რეგისტრირებული.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი