“ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციები საქართველოში“ - ამ სახელწოდებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიმართა. მოეწყო პრეზენტაციაც, სადაც საუბარი იყო ბათუმური ლუდის წარსულისა და დღევანდელობის, ასევე მისი ტექნოლოგიის თავისებურებებს და წარმატების საიდუმლოს შესახებ. დამთვალიერებლებლებს საარქივო ფოტომასალის დათვალიერების პარალელურად საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ბათუმური ლუდი.