ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომის რისკი ყოველდღიურად იზრდება - ბერბოკი

25 ივნისი 2024, 13:09 310 ნახვა

გერმანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ასევე შემაშფოთებელია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე გაზრდილი ძალადობა და სწორედ ამის გამო ეწვევა ბეირუთს.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავლის მოძებნაზე. გაუთვალისწინებელი ესკალაციისა და ყოვლისმომცველი ომის რისკი დღითი დღე იზრდება“, – აცხადებს ბერბოკი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში