ევრო 2024 

25 ივნისი 2024, 08:44 296 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა და გარდა იმისა, რომ ცნობილი გახდა ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ესპანეთთან ერთად გამსვლელი გუნდის ვინაობა, ცნობილი გახდა ისიც, რომ მეორე ადგილზე გასული იტალია მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

იტალიელები ხორვატიასთან წაგებას ბოლო წუთზე ძაკანის გატანილი გოლით გადაურჩნენ. მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა. დღეს ევრო 2024-ზე C და D ჯგუფის მატჩები გაიმართება.

საფრანგეთი პოლონეთის დაუპირისპირდება, ნიდერლანდები კი ავსტრიას, მატჩები თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. დანია - სერბეთისა და ინგლისი - სლოვენიის შეხვედრები კი 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში