ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება

25 ივნისი 2024, 11:14 343 ნახვა

ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გაიმართა მეზღვაურის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.

მანამდე საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩის გავლით ნავმისადგომისკენ ორკესტრის თანხლებით მსვლელობა მოაწყვეს.

ღონისძიებას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში