ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა - დაიღუპა ერთი პირი

25 ივნისი 2024, 10:25 406 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

დაიღუპა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტის 61 წლის ოფიცერი. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი პირი.

გერმანული მედია ავარიის მიზეზად, ავტომობილის ხანდაზმულ მძღოლს ასახელებს, რომელმაც არ იცოდა, რომ გზის კონკრეტული მონაკვეთი დაკეტილი იყო და ესკორტის მიმართულებით დაიძრა.

ინციდენტის დროს ორბანი არ დაშავებულა. უნგრეთის პრემიერი გეგმის მიხედვით შტუტგარტის აეროპორტში მიიყვანეს.

ორბანი, შტუტგარტში შოტლანდიის წინააღმდეგ, მისი ქვეყნის "ევრო 2024-ის" მატჩის საყურებლად იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში