„ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა საზოგადოებაზე“-თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები დაესწრნენ, მოწვეულმა ექსპერტმა ხელოვნური ინტელექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე ბიზნესსა და განათლებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრია.