ქალაქი ხარკოვი ისევ რუსული აგრესიის მთავარი სამიზნეა

24 ივნისი 2024, 10:19 292 ნახვა

ქალაქი ხარკოვი ისევ რუსული აგრესიის მთავარი სამიზნეა. საოკუპაციო ძალების იერიშს, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ათზე მეტი კი დაშავდა.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, მართვადი ბომბები გამოიყენეს. სარაკეტო იერიშის სამიზნეში დასახლებული პუნქტი და კერძო სახლები მოექცა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვეც დაბომბეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

პარალელურად, ათობით კერძო სახლი და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა კიევის გარეუბანში დრონების ჩამოგდების შედეგად. 

რუსული მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა. მათი უმეტესი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეტევის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი