ყველა რაციონალური ლიდერი ურთიერთობს ჩინეთთან, წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან ჩინელ ლიდერებს, მივისწრაფი ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ - ანჯეი დუდა

23 ივნისი 2024, 16:02 295 ნახვა

ყველა რაციონალური ლიდერი ურთიერთობს ჩინეთთან. გლობალური მასშტაბით წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან ჩინელ ლიდერებს. მივისწრაფი ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ, – ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

დუდა სახელმწიფო ვიზიტით პეკინში იმყოფება.

ჩინეთი და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ვიზიტის ფარგლებში ანჯეი დუდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.

როგორც გამგზავრებამდე პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს პოლნეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. 

დუდას თქმით, ჩინეთის მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და შეუძლია ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები შეწყვიტოს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი