ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, წარსულში ცნობილი მოკრივის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა მამაკაცთა და გოგონათა შორის, როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდების კატეგორიაში ტარდება. მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.
დღეს გაიმართა ნახევარფინალური ორთაბრძოლები და გაირკვა იმ მოკრივეთა ვინაობა, რომლებიც ხვალ ფინალში იასპარეზებენ. საჩემპიონო ბრძოლები ხვალ ბათუმის სპორტის სასახლეში 13:00 საათიდან დაიწყება.