აფროსნობის ტურნირი 

21 ივნისი 2024, 14:14 336 ნახვა

30-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმი აფროსნობაში საქართველოს ღია პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრებაში ბათუმელებთან ერთად, თბილისელი და ფოთელი აფროსნებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან ვეტერანი და ტიტულოვანი სპორტსმენები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტურნირში მონაწილეობასთან  ერთად, საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში. 

სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ  პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში