სოფელ გვარაში ლურჯი მოცვის ბაღის მოსავლის აღების პროცესი

19 ივნისი 2024, 17:49 319 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან და ქობულეთის მერთან ლევან ზოიძესთან ერთად, სოფელ გვარაში ლურჯი მოცვის ბაღის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში, 15 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში 80 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი წელს მოსავლის სახით 40 ტონა მოცვს ელოდება. აჭარის მთავრობის ინფრომაციით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემცენარეობის მიმართულების განვითარების პროგრამების ფარგლებში, რეგიონში 2013 წლიდან 1200-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და 70 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა ლურჯი მოცვი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში