ფხენიანში ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართა

19 ივნისი 2024, 11:50 300 ნახვა

ფხენიანში ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინმა პირისპირ  შეხვდა და მოლაპარაკებები გამართეს.  პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა  განაცხადა, რომ ორი ლიდერი პირისპირ ფორმატში განიხილავს "ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს".  

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა  სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინაში  რუსეთის ომის მიმართ და კრემლს  უფრო მჭიდრო სტრატეგიულ კავშირებს დაჰპირდა. პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად იმყოფება ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ვიზიტი, რომელმაც შესაძლოა  რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ათწლეულების ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. 

რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის – ამის შესახებ პუტინმა ფხენიანში კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი