აჭარის რესპუბლიკური თამაშები სასკოლო სპორტში 

18 ივნისი 2024, 13:03 659 ნახვა

დღეს გაიმართა აჭარის რესპუბლიკური თამაშები 2024-ის ეგიდით ტურნირი გეზრბენში 200 მეტრ დისტანციაზე. ასპარეზობა სპორტის სამინისტროს მიერ ტარდებოდა, თუმცა წელს პირველად, შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა.

ვაჟთა შორის ტურნირის გამარჯვებული ბათუმის 17-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, სალიბაურის პირველი საჯარო სკოლის და მახუნცეთის საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული სალიბაურის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა გავიდა, მახუნცეთის საჯარო სკოლის გუნდი კი მესამე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებისა და თასების გარდა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი