უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, ფრონტზე 119 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 ივნისი 2024, 10:08 446 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს. არის მსხვერპლი. საარტილერიო იერიში განხორციელდა ნიკოპოლზე დნიპროპეტროვსკის ოლქში. შედეგად, ერთი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიბომბა პოლტავას ოლქიც. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ სამხრეთიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებაც. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 119 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი