აჭარის საარქივო სამმართველო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის პირად ფონდს შეინახავს. უწყებაში დღეს მის ღვაწლზე ისაუბრეს. ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია, მან საქართველოში კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების სამეცნიერო მიმართულებები ჩამოაყალიბა.