ეკვადორში მეწყერმა სულ მცირე ექვსი ადამიანი იმსხვერპლა

17 ივნისი 2024, 10:18 358 ნახვა

ეკვადორში მეწყერმა  სულ მცირე ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია - 19. სტიქიური უბედურება  ქვეყნის ცენტრში, ქალაქ ბანოს დე აგუა სანტაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე  მძიმე ტექნიკა და მაშველებია მობილიზებული. 

მეწყული პროცესები  ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელმაც  მოიცვა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ნაწილები, სხვადასხვა ქვეყნებში მეწყრების, ქვათა ცვენის და წყალდიდობის გაზრდილი რისკის გამო მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი