რუბრიკაში “ფრაგმენტები”

16 ივნისი 2024, 18:21 395 ნახვა

დღეს რუბრიკა “ფრაგმენტებში” გაგაცნობთ თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ დუზჯეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. მუჰაჯირების შთამომავლებს, რომლებიც წლებია საკუთარი ძალებითა და ფინანსებით ასწავლიან და ინარჩუნებენ როგორც ქართულ ენას, ისე ქართულ ცეკვასა და სიმღერას.

გაიცნობთ ადამიანებს, რომლებმაც მუჰაჯირობის დროს სხვადასხვა ადგილას დასახლებული ეთნიკური ქართველები ერთ სივრცეში შეკრიბეს და დაკარგული ნათესაური კავშირი აღადგინეს. მთავარ გამოშვებაში ირინე წუწუნავა გაგაცნობთ ქართველებს- დუზჯედან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში