ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან მინიშნებას, რომ განვაგრძობთ ნატო-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში - ლოიდ ოსტინი

16 ივნისი 2024, 17:45 417 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.

ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში განაცხადა.

„ნატო-ს გაფართოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი მიიღებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან მინიშნებას, რომ ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, მაგრამ, ამჟამად ალიანსს სურს, ფოკუსირება მოახდინოს შვედეთსა და ფინეთზე.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ალიანსის წევრებს ალბათ სურთ სიტუაციის სტაბილიზაცია და მოგვარება, რადგან ახალი წევრები მივიღეთ და განვგარძობთ ჩვენი გეგმების დახვეწას“, – ამბობს ლოიდ ოსტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი