უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ტექსტი ცნობილია

16 ივნისი 2024, 14:40 358 ნახვა

შვეიცარიაში მიმდინარე სამიტის დასასრულს უნდა მიიღონ კომუნიკე, რომლის ტექსტის პროექტი სააგენტო როიტერმა გამოაქვეყნა. აღნიშნულია, რომ ტექსტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ ის არსებითად არ შეიცვლება. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავაც იწვევს ფართომასშტაბიან ნგრევას, მოაქვს ტანჯვა და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ბევრ რეგიონს.

კომუნიკეზე ხელის მომწერი ქვეყნები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპებისადმი.

ასევე ისინი თანხმდებიან, რომ აუცილებელია ბირთვული ენერგიის გამოყენების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომ  გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია შავ და აზოვის ზღვებში კომერციული გადაზიდვების უსაფრთხოების გარანტია, ასევე ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა სამხედრო ტყვე უნდა გათავისუფლდეს.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი სახელმწიფოები და ორგანიზაციები მზად არიან მომავალშიც გაატარონ კონკრეტული ძალისხმევა ამ მიზნების მისაღწევად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი