ღაზის სამხრეთში, აფეთქების შედეგად, რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში, ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს 50 „ჰამასელი“ მებრძოლი მოკლეს.
ღაზის ჯანდაცვის უწყება კი, 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.