მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში - უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში ომის დასრულების გზების გარშემო.შეხვედრა იმართება კიევის ინიციატივით.
რუსეთი და ჩინეთი სამიტზე არ მიუწვევიათ. შვეიცარიაში მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელია ჩასული.
სამიტში მონაწილეობენ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნები. უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.