მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

16 ივნისი 2024, 12:10 670 ნახვა

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა. ყველა მათგანი იორდანიის მოქალაქეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მექაში, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევდა.

მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც, მათ გარდა, კიდევ, 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.

როგორც მედია იტყობინება, იორდანიის ხელისუფლება საუდის არაბეთთან კონტაქტზეა და დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი