“ზაფხული იწყება აქ“ _ ტურისტული სეზონი კონცერტით გაიხსნა ბათუმში. წვიმის მიუხედავად მუსიკალური საღამო გვიან საღამომდე გაგრძელდა. მასში ცნობილი ქართველი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლბი მონაწილეობდნენ.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი დღესაც გაიმართება. საოცრებათა მოედანზე ღონისძიება 18 საათზე არის ჩანიშნული, ის რამდენიმე საათს გაგრძელდება და დიჯეი დაასრულებს.
მოეწყობა გამოფენა-გაყიდვებიც. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს რეგიონი სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებით ხვდება, დატვირთულია კულტურული ღონისძიებების კალენდარი.