ალექსანდრე დარახველიძე გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

15 ივნისი 2024, 13:24 317 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე მიიღო მონაწილეობა ორმხრივ შეხვედრებში გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან, სარა მინკარასთან.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი