სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის "უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა" პირველი სეზონი დაიწყო.კურსის მონაწილეებმა პირველი ლექცია მოისმინეს და სასწავლო პროცესში ჩაერთნენ.
კურსისთვის 40 მსმენელი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.