ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც „მშვიდობის გლობალური სამიტი“ გაიმართება

15 ივნისი 2024, 10:34 329 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც, ხვალიდან, „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იწყება.

2-დღიან სამიტში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს.

„მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის: ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოება, სამხედროებისა და ყველა დეპორტირებული პირის დაბრუნება, კერძოდ, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების“, – აღნიშნა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს მის მიერ ინიცირებულ ღონისძიებაში.

სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი