ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.
ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.
მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.