აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესს საბჭოში 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებები აჭარაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ბიუჯეტის ზრდამ გასულ წელთან შედარებით, შეადგინა 35% და სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა აჭარაში 2023-2024 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე .
"ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონს ჰქონდეს გრძელვადიანად მდგრადი სამედიცინო ინფრასტრუქტურა. წელს დავიწყებთ 3 მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ახალი შენობა ექნება ბათუმის N1 პოლიკლინიკასაც. შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია მოძველებულია და არ აკმაყოფილებს დაწესებულებისათვის დადგენილ სტანდარტებს. ადგილმონაცვლეობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ახალი შენობების მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით უკვე დასრულდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.