რობინ დანიგანი - არსებობს დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე

14 ივნისი 2024, 14:55 378 ნახვა

დეზინფორმაცია დემოკრატიას მართლაც უქმნის საფრთხეს - ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა გააკეთა.

რობინ დანიგანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას.

დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სრული სიცრუეა. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა მეგობრობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი