შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრის თემაა წინასაარჩევნო პროცესებში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინება.
ფორუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ.
პოლიტიკოსები ისაუბრებენ მათი პარტიის ხედვებზე, თუ როგორ გააუმჯობესებენ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო გარემოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ასევე ფორუმზე წარმოდგენილია უსკოს მიერ 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონულად ხმის მიცემის აპარატები, რომ შშმ პირები ხმის მიცემის ახალ წესებს და სპეციფიკას გაეცნონ.