შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია - გარემო

14 ივნისი 2024, 09:54 365 ნახვა

შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია-ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 12 ლოკაციაზე ხორციელდება.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი