პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება

13 ივნისი 2024, 14:42 357 ნახვა

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა.

მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით.

„ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარის განცახდებით, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რაც გულისხმობს სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭებას.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, 20 საჯარო სკოლაში იწყება პროფესიული პროგრამების განხორციელება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლაშივე დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი