ხელვაჩაურის მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა

13 ივნისი 2024, 14:34 609 ნახვა

ხელვაჩაურის მერიამ ახალი ნაგავმზიდი ტექნიკა შეიძინა. მანქანა, რომელიც მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაში დაეხმარება მერიას 344 ათას 500 ლარი დაუჯდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაგავმზიდი ტექნიკა  ხელვაჩაურის თვითმმართველობას  დღეს გადასცა.

იგი  მუნიციპალიტეტში არსებულ  11-ვე თემს მოემსახურება. აქამდე კი  ხელვაჩაურის საკუთრებაში მხოლოდ ერთი ნაგავმზიდი ჰქონდა და ისიც მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულს ემსახურებოდა, დანარჩენი სოფლებიდან  კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე  შპს „სანდასუფთავება“ ზრუნავს.

ნაგავმზიდ ტექნიკასთან ერთად ხელვაჩაურის მერიამ შეიძინა ასევე 200  ნაგავშემკრები კონტეინერი. კონტეინერები მუნიციპალიტეტის  64-ვე სოფელში განთავსდება

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში