გელაურის დასახლებაში ხიდის აღდგენის მოთხოვნა

13 ივნისი 2024, 14:34 367 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წევრები გელაურის დასახლებაში პუშკინის ქუჩაზე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ ადგილობრივები ერთი წელია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მათივე თქმით, მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციისთვის 7-მილიონი ლარი დაიხარჯა, დაზიანებული ხიდი კი ისევ მოუწესრიგებელია. ქობულეთის მერიის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხიდის აღდგენა მდინარე აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი