“სოფლის ექიმის 6 დღე”- პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოები, მოეწყო ჟურნალის პრეზენტაცია. პროექტი, პირველად 2022 წელს მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა.
წელს კი გურიის მაღალმთიანი სოფლები მოიცვა. პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდა და სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივება.
სოციალური პროექტი კვლავ გრძელდება. მესამე სეზონი ლეჩხუმში, სვანეთსა და ახალციხეში განხორციელდება.