გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

12 ივნისი 2024, 17:59 360 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი  კონკურსი გრძელდება.  ამ წუტებში მეათე კანდიდატს  უსმენენ. ისინი   მაუწყებელთან დაკავშირებულ    ხედვებზე საუბრობენ. მათ ასევე წერილობით წარადგინეს მაუწყებლის განვითარების კონცეფცია. 

 სპეციალურმა კომისიამ საბჭოს 3 წევრი 11 კანდიდატისგან უნდა შეარჩიოს. კონკურსში მონაწილეთა შორის არიან  აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლებიც ,ასევე  აჭარის მაუწყებლის  მრჩეველტა საბჭოს ორი ყოფილი წევრი. რაც შეეხება პროცედურას, კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს , სამეურვეო საბჭოში აჭარის კვოტას, კომისიის მიერ შერჩული 3 კანდიდატიდან  აჭარის უმაღლესი  საბჭო დასამტკიცებლად ერთს პარლამენტს წარუდგენს. ახალი წევრების შერჩევა საჭირო გახდა მას შემ,დეგ გახდა, რაც სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი