ერთად დავიცვათ სოფლის ბუნებრივი გარემო"- დღეს სოფელ კოხის საჯარო სკოლის ეზოში გამოფენა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 80 მოსწავლემ ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები წარადგინა.
პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიების მიზანია კინტრიშის ხეობის ხე;შეუხებელი ბუნების დაცვა და მისი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.
პროექტი ქობულეთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 5- ათასი ლარი გამოიყო.