ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება - თამარ გაბუნია

12 ივნისი 2024, 14:26 340 ნახვა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ, მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ პროგრამაში მონაწილე ექვსი კლინიკიდან რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა. ოთხი კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. აქ ოჯახის არჩევანიც მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულებას სპეციალიზაციის მიხედვით გვირჩევენ. ფინანსდება სერვისი, მკურნალობა. როდესაც, ბავშვი ჩადის უცხოეთის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ის მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. დამატებითი მკურნალობა თუ არის საჭირო, ამისთვის დამატებით სოლიდარობის ფონდის რესურსიც გამოინახება, დამატებით საჭიროებას ითვალისწინებს რეფერალური პროგრამაც. 90 % საჭიროებების, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამა არის ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო შესაძლო ონკოლოგიური სერვისი მივაწოდოთ ჩვენს ბავშვებს, ამის პარალელურად პროგრამები საქართველოშიც გრძელდება. არის ქართული კლინიკები, რომლებიც კვლავაც აწვდიან ონკოლოგიურ სერვისს, არიან ოჯახები, ვისაც შესაძლოა, აქ ერჩივნოს დარჩენა. ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი