ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დასრულდება. კონფერენცია ფაკულტეტების მიხედვით სექციებად ტარდება და მასში 300 სტუდენტი მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა მიმართულებით სამეცნიერო მოხსენებებს წარადგენენ. კომისიის წევრები მათგან საუკეთესოს შეარჩევენ და თითოეულ სექციაში სამ გამარჯვებულს გამოავლენენ.
მათი ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სულ 28 სექციაა და შესაბამისად ყველას ეყოლება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. პირველ ადგილზე გასულს ჯილდოს სახით 200 ლარი, მეორეზე გასულს 150-ი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 100 ლარი გადაეცემა.
ამის გარდა, პირველი ადგილის მფლობელ;ებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა კონფერენციაში მონაწილეობასაც დაუფინანსებს, ამისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1000 ლარია გათვალისწინერბული . საუკუთესო ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.