„ეკიპის“ ცნობით გიორგი მიქაუტაძე კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს

12 ივნისი 2024, 11:43 234 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვიტა – ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს. „მიქაუტაძე „მეციდან“ „აიაქსში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ამსტერდამში კარიერა ვერ აეწყო და შუა სეზონში იჯარით კვლავ „მეცში“ დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა, თავდამსხმელმა სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და მის გადაბირებას „მონაკო“ და „ლიონი“ ცდილობდნენ. „მეცმა“ „აიაქსიდან“ ფეხბურთელის ტრანსფერი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. როგორც კი ეს მოხდა, „მონაკომ“ და „ლიონმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

საბოლოოდ, ფეხბურთელმა არჩევანი „მონაკოზე“ შეაჩერა. სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლა ერთმანეთში კლუბები უნდა შეთანხმდნენ – „მონაკოს“ ხელმძღვანელობას მიქაუტაძის ტრანსფერი, დაახლოებით, ოცი მილიონი ევრო დაუჯდება“, – წერს გამოცემა „ეკიპი“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი