პარლამენტში სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო

12 ივნისი 2024, 10:11 246 ნახვა

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენს. უწყების მიერ წინა წლის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ. ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.  საკომიტეტო განხილვის შემდეგ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ. 

ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს. ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში