იურიდიული კონსულტაციები სამოქალაქო სექტორისთვის

11 ივნისი 2024, 14:03 358 ნახვა

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“  საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს რეგიონებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი დღეს  ბათუმში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ„ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცესისთვის. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ორგანიზაცია არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

თინა ხიდაშელის თქმით, ისინი მზად არიან საჭიროებისა და მოთხოვნის შემთვევაში საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა და ქალაქში ჩავიდნენ. 

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, იურიდიული კონსულტაციები მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მათი რეგისტრაცია არ მოხდეს ისე,  რომ   „ქართული ოცნების“ გახმაურებული კანონით ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეების განათლებაზე, მათი უფლებებისა დაცვასა და სხვა საჭიროებებზე მუშაობენ, „აგენტის“ იარლიყი არ  მიეკრას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში