ე.წ ოცნების ქალაქში” მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ დრომდე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 108 ოჯახზე გადანაწილდა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა.
ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება.
სამინისტრომ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს.
სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა ე.წ "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია.