სასკოლო ფესტივალი ხელბურთში

10 ივნისი 2024, 19:44 836 ნახვა

ხელბურთის კლუბ „ბათუმის“ ორგანიზებით ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა ტრადიციული სასკოლო ფესტივალი ხელბურთში, რომელშიც ქალაქის 16 საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა. შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს პირველი და მე-17 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში პირველმა სკოლამ გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლებისთვის მე-8 საჯარო სკოლის გუნდმა მე-14 სკოლის გუნდი დაამარცხა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები. სასკოლო ფესტივალის საუკეთესო მეკარე ჩემპიონი გუნდის გოლკიპერი მათე დიასამიძე გახდა, ბომბარდირის ტიტული მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნიკა დიასამიძეს ერგო, საუკეთესო ხელბურთელად კი ვიცე-ჩემპიონი, მე-17 სკოლის მოსწავლე ალექსი ხარაზი დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში