„ჰორიზონტს მიღმა“- ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა გაიმართა ქედაში. ფილმში მონოლოგის სახითაა მოთხრობილი წარმატებული შშმ პირების ცხოვრება. პროექტი სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს ეკუთვნის.
ფილმის გადაღებისა და ჩვენების მიზანი კი სხვა შშმ პირებისთვის მოტივაციის გაზრდა და მათი მშობლებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაა. პროექტს usaid-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია PH international, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მხარდამჭერია აჭარის განათლების სამინისტროც.